სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ 15 მაისს, 18:00 საათზე, გამართავს ღია კარის დღეს პირველკლასელთა მშობლებისათვის
შეხვედრის ფარგლებში სტუმრები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სკოლის აკადემიური სტანდარტების, სწავლების მიდგომების, საგნობრივი მიმართულებებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ უზრუნველჰყოფს.
ღია კარის დღე შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ გაეცნოთ სკოლის საგანმანათლებლო ხედვას, სასწავლო პროცესის სპეციფიკას, მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოსა და იმ ღირებულებებს, რომლებიც წლების განმავლობაში „პრომეთეს“ წარმატების საფუძველს ქმნის.
გმადლობთ ინტერესისა და ნდობისთვის - გელოდებით ღია კარის დღეზე